დანიის ჩემპიონატის მე-16 ტურში „კოპენჰაგენმა“ შინ „ლუნგბიუ“ 2:1 დაამარცხა. გიორგი გოჩოლეიშვილმა კარგად და შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore – 7.7, sofascore – 7.3.
ბოსნიაში, გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ სტუმრად 3:0 აჯობა „გოსკ გაბელას“. შეხვედრის 33-ე წუთზე ანგარიში ქართველმა ფორვარდმა გახსნა, რომელიც კარგად გაიხსნა საჯარიმოში და შორეულ დაბალ კუთხეში დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი. შეცვალეს 70-ე წუთზე.
უნგრეთში, ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზა“ შინ 0:3 დამარცხდა „პუშკაშ აკადემიასთან“. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.5.
ლა ლიგა 2-ში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ შინ „კადისთან“ 0:0 დაასრულა. წიტაიშვილმა 65-ე წუთიდან ითამაშა. შეფასება – 7.1.
სერია B-ში, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ 1:0 მოუგო გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ – 1:0. კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა და 42-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო. შეფასება – 6.9. ლოჩოშვილი დისკვალიფიცირებულია.
ავსტრიაში, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ სახლში 2:0 აჯობა „ალტახს“. ქართველმა 64-ე წუთამდე ითამაშა. შეფასება – 7.4.
შვეიცარიაში, გაბრიელ სიგუას „ბაზელმა“ 3:1 მოუგო „სერვეტს“. სიგუამ 66-ე წუთიდან ითამაშა და 6.2 დაიმსახურა.
საბერძნეთში, ლევან შენგელიას ოფი სტუმრდ „ლამიას“ დაუზავდა – 1:1. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა. 68-ე წუთზე გააფრთხილეს. შეფასება – 6.6.
კვიპროსზე, გიორგი ლორიას „არადიპუმ“ გასვლაზე 0:0 ითამაშა „ახნასთან”. საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და 3 სეივი შეასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings