ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „რომას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა დაიბრუნა– 1:0.
მე-13 ტურის შეხვედრაში ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე გაიყვანეს.
კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა, მუდმივად ცდილობდა გამწვავებას, სულ რაღაცას ცდილობდა.
უკვე მე-2 წუთზე კარის წინ მყოფმა თავით დაარტყა, მაგრამ ააცილა.
კვარა მონაწილეობდა საგოლე შეტევაში: შესანიშნავი პასი მისცა დი ლორენცოს და იმან ლუკაკუს გაატანინა
ხვიჩას შეფასებებია: Flashscore – 6.9; Sofascore – 6.2; Whoscored – 6.2.
ნაპოლი – რომა 1:0
გოლი: ლუკაკუ (54)
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 29 ქულა დააგროვა და ქულით ასწრებს „ატალანტას“, „ინტერსა“ და „ფიორენტინას“.
მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გასვლაზე „ტორინოსთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings