გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ლიგა 1-ის მე-12 ტურში ცხრილში გვერდით მყოფ „რეიმსს“ ესტუმრა და ქულა აიღო – 1:1.
ქართველი თავდამსხმელი თადარიგში იყო და საკმაოდ გვიან, 79-ე წუთზე შევიდა მოედანზე. ამ მცირე პერიოდში შანსი არ ჰქონია.
რეიმსი – ლიონი 1:1
გოლები: 0:1 შერკი (37), 1:1 დიაკიტე (55)
„ლიონი“ 19 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს ბაქოში „ყარაბაღთან“ გამართავს. ჩემპიონატში კი, 1 დეკემბერს შინ „ნიცას“ მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings