გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე კიდევ ერთი კარგი მატჩი ითამაშა და სტუმრად „ფიურტთან“ შეხვედრაში „კარლსრუეს“ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა – 3:2.
ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზევე, 46-ე წუთზე გაათანაბრა. ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მარჯვენა ფლანგზე პარტნიორს გააყოლა, თავად საჯარიმოში შევარდა, ძელიდან გადმოვარდნილ ბურთს მეკარის საჯარიმოს ხაზთან დაუხვდა და კარში გადაგზავნა.
73-ე წუთზე ზივზივაძის პასით მეკარესთან პირისპირ კონტე დარჩა და სტუმრები დაწინაირდნენ.
ამის შემდეგ ბუდუმ ორჯერ თავადაც სცადა გატანა, ჯერ ხარიხას მოარტყა, მეორედ კი სახიფათო დარტყმა მცველმა დაბლოკა. 79-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქის მეკარეს შეცდომა დააშვებინა, რითიც შლოისნერმა ისარგებლა და „კარლსრუეს“ უპირატესობა გაზარდა.
ბუდუ 90+3-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: whoscored – 8.4. sofascore – 7.5, flashscore – 7.5.
ბუდუს 9 გოლი და 2 ასისტი მოუგროვდა და ისაკ
ლიდბერგთან (დარმშტადტი) ერთად ჩემპიონატის თანაბომბარდირია.
გროიტერ ფიურტი – კარლსრუე 2:3
გოლები: 1:0 ჰრგოტა (20), 1:1 ზივზივაძე (46), 1:2 კონტე (73), 1:3 შლეიზენერი (79), 2:3 ბანსე (83)
„კარლსრუე“ 23 ქულით მე-2 ადგილზეა და 1 დეკემბერს „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings