ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „პლიმუტთან“ გასვლით მატჩში, რომელიც ფრედ დასრულდა – 2:2. „უოტფორდი“ პირველ ტაიმში ორჯერ იგებდა, მოგება კი ხელიდან ბოლოს გაუშვა, 90+6 წუთზე.
ჩაკვეტაძემ 74-ე წუთამდე ითამაშა. მისი შეფასებებია: sofascore – 6.7, flashscore – 6.6, whoscored – 6.3.
ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „ფეროლს“ ესტუმრა და ფრედ ითამაშა – 0:0. ქართველმა ნახევარმცველმა თამაში ძირითადში დაიწყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. ქოჩორამ მოედნის დატოვებამდე ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასებები: sofascore – 7.1, flashscore – 6.8.
სლოვაკეთში. კოშიცე – გურამ კაშიას „სლოვანი“ სტუმრად „კოშიცეს“ დაუზავდა – 1:1. კაშიამ სრული მეორე ტაიმი ითამაშა და 7.5 მიიღო.
საბერძნეთში, გასვლაზე მოიგო ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“, რომელმაც 2:1 დაამარცხა „კალითეა“. საქართველოს ნაკრების მეკარემ 5 სეივი შეასრულა და მაღალი შეფასებაც მიიღო – 7.4.
GIPHY App Key not set. Please check settings