in

მთელი სომხეთი ნახევარი კვარაცხელიაა: რევანში გვინდა – სომხები რაულს ელაპარაკებიან

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი რომ შეინარჩუნოს, ამისთვის ორმატჩიან დაპირისპირებაში სომხეთს უნდა აჯობოს. თამაშები 20 მარტს (სტუმრად) და 23 მარტსაა (შინ).

დღეისათვის ამ ორ გუნდს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, ჩვენს სასარგებლოდ. საუბარი ფეხბურთელების ფასებზეა.

„ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 178.10 მილიონი ევროა, ხოლო სომხეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 42.15 მილიონი ევრო.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ძვირადღირებულები მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო), სომხეთიდან “კრასნოდარის” შემტევი ნახევარმცველი ედუარდ სპერციანია (20 მილიონი ევრო).

ანუ მთელი სომხეთი დაახლოებით ნახევარი კვარაცხელიას ფასია.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ხვიჩა, ასევე დისკვალიფიცირებული გურამ კაშია ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები სომხეთს 2020 წელს, ერთა ლიგის C დივიზიონში ორჯერ შეხვდა. პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ დასრულდა (2:2), თბილისში კი 1:2 წავაგეთ. რევანშის დროა.

ისე გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება სწორედ სომხეთთან ჰქონდა, როდესაც 1997 წლის 30 მარტს თბილისში, ამხანაგურ მატჩში მეზობლები 7:0 გავანადგურეთ (3 გოლი შოთა არველაძემ გაიტანა, ორი აჩიკო არველაძემ, პენალტი გიორგი ქინქლაძემ და ერთი მიხეილ ყაველაშვილმა). ეს რეკორდი ახლახან მოიხსნა, როდესაც საქართველომ ვიღაც ტაილანდი 8:0 დაამარცხა.

სომხეთის ნაკრებს D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.
გუნდს გადაყენებული უკრაინელი ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს (ბოლო ორი მატჩი). თუმცა აქ ერთი საინტერესოა მომენტია. არ არის გამორიცხული, საქართველოსთან შეხვედრებში სომხეთს არც მეტი არც ნაკლები, ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რაული ჩაუდგეს სათავეში. დადასტურებულია, რომ კანდიდატებს შორის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავიცაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კავკასიური დერბი საინტერესო უნდა გამოვიდეს: სანიოლისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ სად მივდივართ – ეს გრძელი და ამაღელვებელი გზაა

ჩაკვეს და ქოჩორას ფრეები, გუგეშაშვილის სეივები – ლეგიონერები