გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი სტუმრად „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანით მოიგო – 119:118.
ქართველი კალათბურთელი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო. ჯამში 29:31 წუთი ითამაშა და სარეკორდო 15 მოხსნა გააკეთა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
ამას გარდა, გოგამ 7 ქულა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიამატა. 4-დან 3 ორქულიანი და 1 დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
„ორლანდოში“ საუკეთესო 37 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა 31 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.
„ორლანდოს“ 10 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 24 ნოემბერს „დეტროიტ პისტონსს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings