in

მიქაუტაძით მარსელი დაინტერესდაო

La Tribune OM-ის ინფორმაციით, “მარსელი” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერითაა დაინტერესებული, თუმცა ამ გარიგების განხორციელების შანსი მცირეა. იანვარში პროვანსელები ეცდებიან ქართველი ბომბარდირის ხელში ჩაგდებას, მაგრამ გარიგების განხორციელება რთული იქნება, რადგან “ლიონი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიქაუტაძე კონკურენტს არ დაუთმოს.

ამასთანავე, ფრანგული ფეხბურთის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ “მარსელისთვის” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პრიორიტეტი უფრო უკანა ხაზის ფეხბურთელის ყიდვა იქნება, ვიდრე – შემტევის.

მიქაუტაძისა და “ლიონის” შესაძლო დაშორების შესახებ ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბი ფინანსურ გასაჭირშია და მისი დავალიანება, არც მეტი, არ ნაკლები, 500 მილიონ ევროს შადგენს.

არის ვარაუდი, რომ თუ ძვირადღირებული ფეხბურთელების გაყიდვით შესული თანხით “ლიონი” დროულად ვერ დაფარავს ვალს, ლიგა 1-თთან გამომშვიდობება მოუწევს. ლოგიკურია, რომ მიქაუტაძის გარდა, კლუბი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც შეელიოს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიხარია, რომ ამ კალათბურთელების მწვრთნელი ვარ: შერმადინი თბილისში ქომაგს და მოგებას ელის

ჯუღელმა ნაპოლის კვარას გამო ბონუსი მოსთხოვა