საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ზე მოსახვედრ შესარჩევ ტურნირზე სტუმრად უმოტივაციო ფინეთი დაამარცხა – 90:83. ფინელები ტურნირის მასპინძლები არიან და მოგება-წაგების შემთხვევაში მაინც იასპარეზებენ ევროფორუმზე.
პირველი მოვიგეთ: საქართველომ ფინეთს სტუმრად აჯობა და ახლა შინ შეხვდება
მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის სერბმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა და ფორვარდმა გიორგი შემარდინმა კომენტარი გააკეთეს:
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
„თებერვლის შემდეგ გიორგი შერმადინი ნაკრებში დაბრუნდა, გვყავს ახალი ამერიკელი კამარ ბოლდუინი, თორნიკე შენგელიამ ბოლო 20 დღეში 8 მატჩი ითამაშა. ამას დაემატა ისიც, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, ვერ მოვასწარით შეთამაშება, მაგრამ დავამარცხეთ ძალიან ორგანიზებული გუნდი.
მოხარული ვარ, რომ ვწვრთნი ქართული კალათბურთის სახელოვან კალათბურთელებს, რომელთა შორის არის გიორგი შერმადინი. იგი ყველაფერს აკეთებს ნაკრებისთვის, პირადზე წინ სწორედ გუნდს აყენებს “.
გიორგი შერმადინი:
„მეტოქე ძალიან მაღალ ტემპში თამაშობდა, სწრაფად დარბოდა, მშვენივრად ისროდა, თუმცა დაცვაში კარგად დავდექით, სამქულიანებიც ჩავაგდეთ და მოვიგეთ. ძალიან გახარებულები ვართ. თუმცა წინ კიდევ უფრო რთული შეხვედრაა. იმედი მაქვს, 24 ნოემბერს თბილისში დარბაზი გაივსება და ასევე წარმატებით ვითამაშებთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings