საქართველოს ნაკრებს, რომელსაც B ლიგისმოგება და A ლიგაში ასვლა სურდა, საბოლოოდ B ლიგაში დარჩენაც სათუო გაუხდა. ჩვენებმა მეორე ადგილიც ვერ შეინარჩუნეს და შესაბამისად მესამე ადგილზე გასვლის გამო ორმატჩიანი პლეი-ოფის თამაში მოუწევს C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსანთან.
ვინა არიან ეს მეორეადგილოსნები?
გასარკვევი რჩებოდა ერთი სავარაუდო მეტოქე. საქმე ისაა, რომ კოსოვოს ნაკრებმა რუმინეთთან თამაში მიატოვა ხალხი ტრიბუნებზე „სერბეთი, სერბეთი“ ყვირის და დროშებს აფრიალებსო. საბოლოოდ, უეფამ კოსოვოს 0:3 წაგება ჩაუთვალა მატჩის მიტოვებისთვის და ამიტომ სწორედ კოსოვო გავიდა მეორეზე და არა რუმინეთი. შესაბამისად ჩვენს სავარუდო მეტოქეებს შორისაა სწორედ კოსოვოა.
დანარჩენი სამი მშვიდად გაირკვა: სლოვაკეთი, ბულგარეთი და სომხეთი.
წილისყრა ხვალაა, 22 ნოემბერს.
2025 წლის 20 მარტს სტუმრად ვითამაშებთ, 23 მარტს კი სახლში. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, პირველი მატჩის გამოტოვება ხვიჩა კვარაცხელიასა და გურამ კაშიას მოუწევთ.
GIPHY App Key not set. Please check settings