in

ჩეხეთი საქართველოს შემტევ ვარსკვლავებს და ტანმაღალ მცველებს უფრთხის: ჰაშეკს იმედი აქვს, რომ დღეს სხვა ფეხბურთს ითამაშებს

საქართველო და ჩეხეთი დღეს ჯგუფში პირველი ადგილის ვინაობას გაარკვევენ (თუმცა შესაძლოა ისეც ხმოხდეს, რომ ვერცერთი ვერ გავიდეს პირველზე). გაარკვევენ ვინ გადავა A ლიგაში და ვის ექნება მეტი შანსი მოხვდეს მუნდიალზე ერთა ლიგიდან.
მოკლედ, ფინალივით მატჩია.

თამაშის წინ მთავარმა მწვრთნელებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

დისციპლინით და ამბიციურად უნდა ვითამაშოთ: რა არის მთავარი სანიოლისთვის

ივან ჰაშეკი:

„საქართველომ თბილისში შესანიშნავად ითამაშა, ის ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო მას შემდეგ, რაც ჩეხეთის მწვრთნელი ვარ. ეს უკვე წარსულია, ჩვენ ვცდილობთ შეცდომებისგან ბევრი რამ ვისწავლოთ.

ჯგუფის მოგება ყველა გუნდს შეუძლია, მათ შორის საქართველოსაც. სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით მეტოქის შემტევი ვარსკვლავების მიმართ, რომლებიც კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ორჯერ შევხვდით. წინა მატჩები განსხვავებული იყო, თუმცა მსგავსება ისაა, რომ მეტოქე ძირითადად დაცვიდან თამაშობდა. შეიძლება ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ სახიფათოები არ ვიყავით. ამჯერად, გვინდა სხვანაირად იყოს, თამაში გავაკონტროლოთ და წინა ორისგან განსხვავებული ხარისხი ვაჩვენოთ.

ტომას სოუჩეკის შეცვლა რთული იქნება, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს.
სოუჩეკისა და ჰორის არყოფნის გამო სტანდარტული მდგომარეობებისას პრობლემები შეგვექმნება. მეტოქე სავარაუდოდ ხუთი ტანმაღალი მცველით ითამაშებს და მცირე უპირატესობა ექნებათ. მაგრამ მჯერა, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ. ჩვენ მზად ვართ და გულშემატკივრების მხარდაჭერით გამარჯვების იმედი გვაქვს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანუჩარ მარკოიშვილი მონაკოს მწვრთნელი გახდა… დროებით

ბითაძის საუკეთესო მატჩი: 31 წუთი, 17 ქულა და მოგება ფინიქსთან