ფრანგულმა „მონაკომ“ მთავარი მწვრთნელი საშა ობრადოვიჩი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუშვა. გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი კი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ობრადოვიჩის ასისტენტი იყო. ქართველი „მონაკოს“ 21 ნოემბერს საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონის“ წინააღმდეგ უხელმძღვანელებს.
„მონაკოს“ ევროლიგაში 6 მოგება და 4 წაგება აქვს და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთეა – 6 მოგება, 3 წაგება.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მანუჩარი ჯერ საქართველოს ნაკრებში მუშაობდა მწვრთნელის ასისტენტად, რის შემდეგაც საკალათბურთო კლუბ ტიტების მთავარი მწვრთნელი იყო. მანუჩარი 2021 წლიდან მონაკოში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა და საშა ობრადოვიჩთან ერთად მონაკო 2-ჯერ გააჩემპიონა.
GIPHY App Key not set. Please check settings