in

შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო: პირველი მატჩი – 19 ქულა და მოგება

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო. მას 7 დღის ინტერვალით 4 მატჩის გამართვა უწევს, რომელთაგან პირველი 17 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში გამართა. სერა A-ს იტალიის ჩემპიონატში შენგელიას “ვირტუსმა” ბოლონიაში „დინამო სასარის“ უმასპინძლა და 95:85 სძლია.

თორნიკეს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 8-დან 5 ორქულიანი, 10-დან 9 საჯარიმო, რამაც 19 ქულა შეადგინა. ამასთან თოკომ 3 მოხსნა, 1 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 25. ამ მაჩვენებლებით ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. „ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩში 7 მოგება აქვს და დაუმარცხებელი „ტრენტოს“ შემდეგ მეორე ადგილზეა.

როგორც ვთქვით, შენგელია 17-დან 24 ნოემბრამდე ოთხი მატჩი უწევს. ერთი კვირას გამართა, ოთხშაბათს მისი „ვირტუსი“ ევროლიგაზე „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება და მატჩის დასრულებისთანავე კაპიტანი ფინეთში გაემგზავრება, სადაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ხუთშაბათს ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი მატჩია – ფინეთი-საქართველო. კვირას კი ეს გუნდები თბილისში ითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩეხეთს საქართველოსთან ფეხბურთელები აკლდება: იმათ მწვრთნელს რევანში უნდა და სჯერა, რომ მოიგებენ

საქართველო ფინეთშია: უკვე 14-ნი არიან