საქრთველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურში შინ უკრაინასთან ფრედ ითამაშა 1:1 და ქულა აიღო. შეიძლებოდა უკეთესი შედეგიც, თუმცა ბოლოს გაშვება და წაგებაც შეგვეძლო. მოკლედ, დავჯერდით ქულას და ამით არაფერი შეცვლილა, რადგან ჩვენს მერე ალბანეთმა და ჩეხეთმაც ფრედ ითამაშეს – 0:0.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა, ყველამ თითო ქულა მიიმატა.
ჩეხეთი პირველზეა 8 ქულით, საქართველოსა და ალბანეთს 7-7 ქულა აქვთ და უკრაინას – 5 ქულა. უკრაინა პირველზე ვერანაირად ვეღარ გავა. დანარჩენ სამ გუნდს კი შანსი შერჩათ. ჩვენთვის კარგი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში მაინც საკუთარ თავზეა დამოკიდებული და არა მეტოქე გუნდების თამაშ-შედეგზე.
მართალია მომავალ მეტოქეს ჩეხეთს ჩამოვრჩებით, მაგრამ მოიგე და ეგაა, პირველზე ხარ.
საქართველოს მსგავსად (თუ მოიგო) 10 ქულის მოგროვება ალბანეთს შეუძლია. მაგრამ აქ ბურთების უკეთესი თანაფარდობა გვაქვს. ჩვენ პლუს 2 (6:4), ხოლო ალბანეთს -1 (3:4). თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ მოვიგეთ, ეს ბალანსი კიდევ გაუმჯობესდება. ხოლო ის, რომ ალბანეთი თუნდაც უმოტივაციო უკრაინას გადაუვლის და დიდი ანგარიშით დაამარცხებს, ამის ალბათობა ნაკლებია.
ალბანეთთან ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა – ერთი 1:0 მოვიგეთ და მეორე 0:1 წავაგეთ.
მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ბოლო ტურის მატჩი – ჩეხეთი-საქართველო – ერთგვარი ფინალია. უპირატესობა ჩეხებს აქვთ, ქულით წინ არიან და თან სახლში თამაშობენ.
საქართელომ შინ ჩეხეთს 4:1 ლამაზად მოუგო. გაგრძელება გვინდა…
GIPHY App Key not set. Please check settings