in

ხვიჩა ბარსას და პსჟ-ს აინტერესებს: ნაპოლის 100 მილიონი უნდა

ხვიჩა კვარაცხელია “ბარსელონას” და პსჟ-ს ინტერესს იწვევს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუის ენრიკე და ჰანსი ფლიკი „ნაპოლის“ გარემარბით არიან დაინტერესებული. ორივე კლუბის მწვრთნელები აღფრთოვანებულნი არიან ფეხბურთელის სათამაშო სტილით.

“ნაპოლის” გეგმებში კი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ შედის.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის აგენტები ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას ითხოვენ გადასახადების შემდეგ 8 მილიონი ევროს ანაზღაურებით. „ნაპოლი“, თავის მხრივ, მზად არის შესთავაზოს არაუმეტეს 6 მილიონი ევრო და პრემია. რამდენსაც იღებს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ.

სხვა კლუბების ინტერესების გათვალისწინებით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აპირებს ახალ კონტრაქტში 100 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის პუნქტი შეიტანოს. ხვიჩას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წელს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მომავალ წელს კვლავ შეეცდება ნიკო უილიამსის შეძენას.
El Chiringuito TV-ს ჟურნალისტის ხოსე ალვარესის თქმით, „ატლეტიკის“ გარემარბი კატალონიელებისთვის პრიორიტეტული სამიზნეა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში.

ეს ინფორმაცია იმდენად არის საყურადღებო, რომ ხვიჩა და ნიკო გარკვეულწილად კონკურენტები გამოდიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არავისი არ გვეშინია: კვეკვესკირი ბალანსს ეძებს

პირველი მოვიგეთ, მეტიც შეიძლებოდა: ახალგაზრდულის ნამდვილი ფინალი წინაა