in

იუვენტუსი მზად არის გოგლიჩიძეში 7 მილიონი გადაიხადოს

საბა გოგლიჩიძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და მართალია, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ორ მატჩში უკრაინისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზად უნდა იყოს. ამ დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ემპოლის“ 19 წლის ქართველი მცველით იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდი „იუვენტუსი“ დაინტერესდა. ამის შესახებ Juvelive-ი წერს.

რაც ყველაზე საინტერესოა, გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯუნტოლიმ გამოავლინა, რომელმაც „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია გადაიყვანა. ცნობილი ხდება, რომ ტურინელებმა ალბანეთის ნაკრების მცველის, არდიან ისმაილის კანდიდატურას ახალგაზრდა ქართველი ამჯობინეს.

„როგორც ჩანს, „იუვენტუსი“ახალგაზრდა ტალანტებზე ორინეტირებულ სტრატეგიას აგრძელებს და სურს, დაცვა გააძლიეროს. ბოლო საათებში გავრცელებულ სახელებს შორისაა „ემპოლის“ 19 წლის ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც სერია A-ში სეზონი განსაკუთრებით კარგად დაიწყო. ახალგაზრდა მცველმა რამდენიმე გუნდის ყურადღება მიიპყრო. როგორც ჩანს, ტურინელები მზად არიან, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და ქართველის ტრანსფერში „ემპოლის“ დაახლოებით 7 მილიონი ევრო შესთავაზონ.

„იუვენტუსის“ ინტერესი საბა გოგლიჩიძის მიმართ წარმოადგენს მნიშვნელოვან სიგნალს ტურინული კლუბის საბაზრო სტრატეგიაზე, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩვენა განზრახვა, გააძლიეროს გუნდი პერსპექტიული ახალგაზრდა ტალანტებით. 2004 წელს დაბადებულმა მცველმა ამ დრომდე მაღალი დონე გამოავლინა და ადაპტირება შეძლო. მისი თვისებები კი „ბიანკონერისთვის“ განსაკუთრებით მიმზიდველია.

„ემპოლისთან“ შესაძლო გარიგება, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ევროა, შეიძლება იყოს გონივრული ინვესტიცია „იუვენტუსისთვის“ და საიმედო გრძელვადიან პერსპექტივას უზრუნველყოფდეს. მოლაპარაკებები ზაფხულისთვის იგეგმება, რაც გოგლიჩიძეს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ტოსკანაში, „ემპოლის“ ფორმით ზრდა განაგრძოს და სერია A-ში გამოცდილება შეიძინოს.

იყო საუბარი „იუვენტუსში“ ტოსკანური გუნდის კიდევ ერთი მცველის, არდიან ისმაილის ტრანსფერზე, მაგრამ მათ შორის კონტაქტი არ ყოფილა და ტურინელებისგან განსაკუთრებული ინტერესი არ შეინიშნება. ალბანელი მცველი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გამოცდილი და უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეა, „ბებერი ქალბატონის“ უახლოეს გეგმებში არ შედის. ეს იმის ნიშანია, რომ „ბიანკონერის“ ყურადღება აშკარად ახალგაზრდა გოგლიჩიძეზეა მიმართული.

ეს მიდგომა ხაზს უსვამს „ბებერი ქალბატონის“ სურვილს, ინვესტირება მოახდინოს იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი გააჩნიათ – ასეთია კლუბის ბოლოდროინდელი პოლიტიკა. აქცენტი გოგლიჩიძეზე სიგნალია მომავლში დიდი პოტენციალის გუნდის ჩამოყალიბებაზე“, – წერს იტალიური გამოიცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარე ბუფონია

საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და კიდევ ერთი ლამაზი ისტორიის დაწერა შეგვიძლია: ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა