გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად Marca-მა ჯუდ ბელინგემი დაასახელა. ცხადია საუბარია ლა ლიგაზე.
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ტროფეი მიიღო.
2023/24 წლების სეზონში ბელინგემმა ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინგლისელი ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ბომბარდირი გახდა.
ბელინგემი არ დასწრებია დაჯილდოების ცერემონიას, ისევე როგორც რამდენიმე სხვა დაჯილდოვებული.
Marca-ს ხელმძღვანელმა ჯუდ ბელინგემის ჯილდოზე კომენტარი გააკეთა.
“მადრიდის “რეალს” მოულოდნელად ალერგია აქვს ჯილდოებზე, რაც სულ უფრო ნაკლებად მესმის”, – თქვა Marca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხუან იგნასიო გალიარდომ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა “ოქროს ბურთის” ცერემონიას, როდესაც კლუბი მიხვდა, რომ პრიზს მადრიდელი ფეხბურთელი არ მიიღებდა.
GIPHY App Key not set. Please check settings