in ,

უკრაინა საქართველოსთვის თურქეთში ჩავიდა: ბელეკში მატარებლით და 15-ში ბათუმში

საქართველოს ნაკრებს შაბათს ერთა ლიგის პრინციპული თამაში აქვს უკრაინასთან ბათუმში. ეს მეტოქე ჩვენთვის ძალიან არახელსაყრელია. რაც დამოუკიდებლები ვართ, უკრაინის დამარცხება აქამდე ერთხელაც ვერ მოვახერხეთ. წავაგეთ ამ გათამაშების პირველი თამაშიც (0:1). მოკლედ, დადგა რევანშის და ნავსის გატეხვის დრო.

ჯერჯერობით უკრაინა ჯგუფში ბოლო ადგილზეა 4 ქულით, მაგრამ ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ნებისმიერი შეიძლება მაღლა ავიდეს ან დაბლა ჩავიდეს.
მოკლედ, უკრაინას უკანდასახევი გზა არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ მისი მწვრთნელი ამბობს ხოლმე, ერთა ლიგა შესარჩევის მოსამზადებლად უფრო გვინდაო.

ასეა თუ ისე უკრაინის ნაკრები სამშობლოში მოთამაშე ფეხბურთელებით მატარებლით კიევიდან პოლონეთში ჩავიდა, საიდანაც თურქეთში გაემგზავრა და შეკრებას ბელეკში გაივლის. იქ გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.

ჩვენი მეტოქე ბათუმში 15 ნოემბერს ჩამოვა.

მოგეხსენებათ, საქართველო-უკრაინის მატჩი 16 ნოემბერსაა, 20:00 საათზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის 16 წუთი და 9 ქულა მოგებულ მატჩში

ბელინგემი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: რეალს ჯილდოებზე ალერგია დაემართა