in

თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოდის

13 ნოემბერს, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, შეხვედრას გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.

ფიფას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ეწვევიან, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებმა არასრულად დაიწყო: მთავარია დავიბრუნოთ ის, რაც აქამდე გვქონდა

მამუკელაშვილის 16 წუთი და 9 ქულა მოგებულ მატჩში