საფრანგეთში ქართული დერბი გაიმართა. გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლა და 1:0 მოუგო.
სამწუხაროდ, ქართული დაპირისპირება დიდად ვერ შედგა, სულ რამდენიმე წუთით. მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე შევიდა, დავითაშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
ზურიკო „სენტ-ეტიენში“ ყველაზე აქტიური იყო და გუნდში საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა.
პირველ ტაიმში მისი პასით სტასინიმ ვერ ისარგებლა, 55-ე წუთზე საჯარიმოდან ბურთი კარში გაუშვა და „ლიონი“ მეკარემ გადაარჩინა. ხუთ წუთში ზურიკომ ისევ სცადა გატანა, მეურვე ოსტატურად მოიშორა, მაგრამ მცველმა დაბლოკა.
მერე ზურიკოს კარგი პასით სისოკო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მეკარემ ისევ გადაარჩინა თავისი გუნდი.
85-ე წუთზე მიქაუტაძე “სენტ-ეტიენის” საჯარიმოში შეიჭრა, მისი დარტყმული ლარსონერისთვის მარტივი ნადავლი აღმოჩნდა. ამრიგად, “რონის დერბიში” გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.
ზურიკოს შეფასებები: Flashscore – 7.7; Sofascore – 8.3; Whoscored – 8.0.
მიქაუტაძის შეფასებები: Flashscore – 6.3; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.2.
ლიონი – სენტ-ეტიენი 1:0
გოლი: ლაკაზეტი (29)
ამ მატჩის შემდეგ „ლიონი“ 18 ქულით მე-5 ადგილზე ავიდა, ხოლო 10-ქულიანი „სენტ-ეტიენი“ მე-15 ადგილზე, პლეი აუტის ზონაში დაქვეითდა.
„სენტ ეტიენი“ მომდევნო ტურში 23 ნოემბერს “მონპელიეს” მიიღებს, “ლიონი” 24 ნოემბერს გასვლაზე “რეიმსს” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings