in

ნაპოლიმ ინტერთან ქულა აიღო და ლიდერობა შეინარჩუნა: როგორ ითამაშა კვარამ

FBL-ITA-SERIEA-INTER-NAPOLI

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მე-12 ტურის მატჩში მილანში „ინტერს“ ესტუმრა, ფრედ ითამაშა და ამით ლიდერობა შეინარჩუნა – 1:1.
ხვიჩა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.

„ნაპოლიმ“ უკეთ დაიწყო და 23-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. კუთხურიდან ხვიჩას მოწოდებულ ბურთს მიმართულება რაჰმანიმ შეუცვალა, დამატებაზე კი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა.

პირველი მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, კვარაცხელიას დარტყმულ ბურთს მეკარე ზომერი დაეუფლა.

კვარაცხელია მკაცრი მეურვეობის ქვეშ იყო. ის რამდენჯერმე დაუსხლტა მეტოქეებს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.

კვარას შეფასებებია: sofascore – 7.5, flashscore – 7.2, whoscored – 6.8.

ინტერი – ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 მაკტომინეი (23), 1:1 ჩალჰანოღლუ (43)
გამოუყენებელი პენალტი: ჩალჰანოღლუ (74)

12 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 26 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ 25 ქულის მქონე ოთხი გუნდმა („ატალანტა“, „ფიორენტინა“, „ინტერი“, „ლაციო“) ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
„ნაპოლი“ 24 ნოემბერს „რომას“ მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტე კაპიტანია, შტურმი იგებს და ლიდერია

დერბი ლიონმა და მიქაუტაძემ მოიგეს, მაგრამ საუკეთესო ზურიკო იყო