ხან ასეც ხდება, რომ წარმატებას მინდორზე არასათანადო მოედანსგარე ყოფა ჩრდილავს. რაიან გიგსი რო მოედანს მიღმა კაი კაცობით ვერ დაიტრაბახებს ეს კი გექნებათ გაგონილი ან წაკითხული. 8 წლის განმავლობაში საკუთარი ძმის ყოფილ ცოლთან რომ გაიწი გამატარე ჰქონდა.
ამის შემდეგ გიგზი გამოსწორების გზას შეუდგა, მოიბოდიშა, და უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც დაინიშნა. სულ 1 თვის წინ უეინ ჰენესის გმირობებითა და გიგსის მეთაურობით უელსმა უკრაინა დაამარცხა და 1958 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოზე გავიდა.
თუმცა… რაიან გიგზს ყოფილი შეყვარებული ქეით გრისვილი სასამართლოში, ფიზიკური ძალადობისათვის უჩივის.
საქმე 8 აგვისტოს მანჩესტერის სასამართლოშია ჩანიშნული. ჰო, ქეის დამ თქვა, ერთი ორჯერ მეც სანჩო პანსასავით მჟეჟაო. ჰოდა, გუშინ გიგსმა ოფიციალურად გააკეთა გადადგომის განცხადება: „უდიდესი პატივი იყო ამ გუნდთან ერთად მუშაობა. ჩვენ ზღაპრულ სიმაღლეს მივაღწიეთ. ჯერ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ ახლა კი წინ მუნდიალია. ჰოდა, არ მსურს, რომ სტაფმა, მოთამაშეებმა ან ფედერაციამ წნეხის ქვეშ დაიწყონ ამ ტურნირის სამზადისი, რადგან ჩემი საქმე სასამართლოშია და ვიცი, რომ ეს ყველაზე მოახდენს გავლენას, შესაბამისად, ვიღებ გადაწყვეტილებას, დროებით ჩამოვცილდე სამწვრთნელო საქმიანობას“.
წარსულში უელსის ნაკრების 64 კეპის მომხვეჭი და პრემიერლიგის 13-გზის ტრიუმფატორი გიგზი ნაკრების მესაჭედ 2020 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მის წასვლას გარეთ ბეილი, როგორც ნაკრების კაპიტანი და უელსის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურნენ. ორივე მხარემ გიგზს გვერდში დგომა აღუთქვა და მალე დაბრუნება უსურვა.
GIPHY App Key not set. Please check settings