in

უკრაინამ საქართველოსთვის შემადგენლობა ჩამოწერა: ბათუმში 25 კაცით მოდიან

საქართველოს ნაკრებს მალე ერთა ლიგაზე ორი დასკვნითი მატჩი აქვს. ჯერ ბათუმში უკრაინას ვეთამაშებით და ვეცდებით ისტორიაში პირველად მოვუგოთ. სწორედ უკრაინამ მოგვაყენა ამ ერთა ლიგაზე პირველი მარცხი (1:0) და რევანშის დროა.

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა, ერთა ლიგის სანოემბრო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მისი გუნდი ჯერ 16 ნოემბერს ბათუმში შეხვდება საქართველოს, ხოლო 19-ში სტუმრად ალბანეთს.

რებროვმა შემადგენლობის ძირითად ნაწილში 25 ფეხბურთელს ჩართო, სათადარიგოდ კი 7 მოთამაშე შეიგულა.

მეკარეები: გეორგი ბუშანი (დინამო), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი (რეალი, ესპანეთი)

მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა შახტარი), ალეკსანდრ ტიმჩიკი (დინამო), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი, ინგლისი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაკსიმ ტალოვეროვი (ლასკ, ავსტრია)

ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ ბრაჟკო (ორივე დინამო), გეორგი სუდაკოვი, დმიტრი კრისკივი,
ალეკსანდრ ზუბკოვი (ყველა შახტარი), ალეკსეი გუცულიაკი, ალეკსანდრ ნაზარენკო (ორივე პოლესე), ივან კალუჟნი (ალეკსანდრია), მიხაილ მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი), ვიკტორ ციგანკოვი (ჟირონა, ესპანეთი), ალეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი, ინგლისი), ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი, ინგლისი)

თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (დინამო)

სათადარიგოები: დმიტრი რიზნიკი, ტარას სტეპანენკო, დანილ სიკანი (ყველა შახტარი), ალეკსანდრ სვატოკი (ოსტინი, აშშ), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლესე), ვიტალი ბუიალსკი, ვლადისლავ კაბაევი (ორივე დინამო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილმა პირველი საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა

მანჩესტერის ახალ მწვრთნელს ხვიჩა უნდა: ყველას დაავიწყდა კვარას დამსახურება