NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ოკლაჰომამ” გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და მოუგო – 102:86.
ქართველმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, ჯამში 26:44 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თამაშიდან 8-ჯერ ესროლა, საიდანაც 5 ტყორცნა ზუსტი იყო. გამოიყენა 1 საჯარიმო.
გოგასთვის სტატისტიკურად ეს მატჩი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა.
ამრიგად, “ორლანდო ” აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებითა და 5 წაგებით მე-9 ადგილზეა.მორიგ შეხვედრას კი 7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings