in

ჩვენებმა ევროპაში სუპერგოლები გაიტანეს – ლეგიონერები

გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურში „სარაგოსას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ 6.4 ქულა მიიღო.

ბოსნიაში ისევ გამოიჩინა თავი გიორგი გულიაშვილმა. მისმა „სარაევომ“ სტუმრად „სლობოდა“ დაშალა – 6:0. ბოლო გოლი ქართველმა შემტევმა ეფექტურად გაიტანა, კარიდან წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო. ჩვენიანს 10 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ამ შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა, ხოლო კიდევ ერტი გოლის ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო.

ქართული გოლი სლოვაკეთშიც გავიდა. ბრატისლავის „სლოვანმა“ გასვლაზე „პოდბრეზოვა“ 3:1 დაამარცხა. გურამ კაშიამ 76-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. კაშიას თამაში 8.5 ქულით შეაფასეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

უნგრეთში წლის გოლი გაიტანა ნიკა კვეკვესკირმა, რომელმაც „ნირედიჰაზას“ გასვლაზე „დიორთან“ თამაში გადაურჩინა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 33-ე წუთზე შევიდა და 64-ე წუთზე მასპინძლებს პირდაპირ კუთხურიდან გაუტანა. კვეკვესკირს 9.0 დაუწერეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
ეს ნიკას პირველი გოლია ახალ გუნდში.

ავსტრიაში, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგი“ სტუმრად 1:2 დამარცხდა „კლაგენფიურტთან“. ეს გოლი კი სწორედ ქართველმა გაიტანა, რაც პირველიამის ავსტრიულ კარიერაში. ალთუნაშვილმა კუთხურის შემდეგ საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთს ჰაერში ამოსცხო და დაახლოებით 30 მეტრიდან სუპერგოლი გაიტანა. მისი შეფასებაა 7.6.

პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ სტუმრად 2:1 აჯობა „ლეხიას“. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 7.8 ქულა მიიღო.

სამწუხარო ინფორმაციაა კვიპროსიდან. „არისის”ფორვარდი გიორგი ქვილითაია სერიოზულად დაშავდა და მოედანი უკვე მე-5 წუთზე დატოვა.
“ტრავმა სერიოზული ჩანს. გამოკვლევამდე ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ პირველადი ნიშნები დამაიმედებელი არ არის. ვფიქრობთ, ის რამდენიმე კვირით გამოვიდა მწყობრიდან”, – თქვა მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 10 ქულა და ვირტუსის დაგეგმილი გამარჯვება

ბითაძის საუკეთესო მატჩი: გოგა სასტარტოში იყო