in

ლობჟანიძის ატლანტამ მესის მაიამის მოუგო და სერია გადამწყვეტ თამაშში გადაიყვანა

საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედმა” 1/8-ფინალის მეორე მატჩი მოუგო ლეო მესის და არა მარტო მის „ინტერ მაიამის“ – 2:1. ახლა სერიაში ანგარიში 1:1-ია და დაინიშნა მესამე და გადამწყვეტი შეხვედრა.

ატლანტური მატჩი კი ძალიან დრამატული გამოვიდა. მასპინძლები აგებდნენ, მაგრამ

58 წუთზე ირლანდიელმა მცველმა დერიკ უილიამსმა, თამაშის ბოლო წამებზე კი პორტუგალიელმა ანდრე სილვამ გაიტანეს.

საბა ლობჟანიძემ ტრადიციულად ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. ის საკმაოდ აქტიური იყო და მისი თამაში 7 ქულით შეაფასეს.

გადამწყვეტი შეხვედრა 10 ნოემბერს მაიამიში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვემ საგოლე პასი გააკეთა, უოტფორდმა მეტოქე მეორე ტაიმში გაანადგურა

ხვიჩას 100 მატჩი: ნაპოლიმ დიდი ანგარიშით წააგო, კვარაც ჩაკეტეს