გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ მე-13 ტურის მატჩში სტუმრად „შეფილდ უენსდეი“ გაანადგურა – 6:2. არადა, პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა. მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია: საჯარიმოს კუთხიდან შორეულ ძელთან ჩააწოდა და პარტნიორმა თავით ახლოდან შეაგდო.
ეს ჩაკვესთვის სეზონში მესამე ასისტია.
შეფასებები: Flashscore – 7,2; Sofascore – 7,3; Whoscored – 7,5.
შეფილდ უენსდეი – უოტფორდი 2:6
გოლები: 0:1 პორტეუსი (29), 1:1 სმიტი (34), 1:2
ინსი (52, პენ), 1:3 ბაიო (58, პენ), 1:4 ბაიო (67), 2:4 ვალენტინი (81), 2:5 ბაიო (85), 2:6 ბაიო (88)
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 22 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. 6 ნოემბერს კი გასვლაზე „სუონსის“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings