in

შტურმმა გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ლიდერობა შეინარჩუნა: კიტე კაპიტანი იყო და საგოლე შეტევა დაიწყო

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონატის მე-12 ტურში შინ მდევარ ვენის „რაპიდს“ შეხვდა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 1:1.

ჩვენიანი გუნდის კაპიტანი იყო.

„შტურმმა“ მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და კიტეიშვილის წამოწყებული შეტევა ერენჩან იარდიმჩიმ გოლით დაასრულა.

89-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი შეცვალეს და „რაპიდმა“ წონასწორობა ამის შემდეგ აღადგინა, პენალტით.

კიტეიშვილის შეფასებებია: sofascore – 7.5, flashscore – 7.4.

შტურმი – რაპიდი 1:1
გოლები: 1:0 იარიმჩი (82), 1:1 ბელიო (90, პენ)
გაძევება: სანგარე (39, რაპიდი)

„შტურმს“ 26 ქულა აქვს და „რაპიდთან“ სამქულიანი უპირატესობა და ლიდერობა შეინარჩუნა.
მომდევნო შეხვედრა კი 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს სენტ ეტიენმა მოიგო და ახლა მიქაუტაძესთან შეხვედრა ელის

ჩაკვემ საგოლე პასი გააკეთა, უოტფორდმა მეტოქე მეორე ტაიმში გაანადგურა