საქართველოს ნაკრებს მალე ერთა ლიგაზე ორი გადაწყვეტი მატჩი აქვს. ბოლო არც თუ სახარბიელო გამოგვივიდა, ალბანეთთან სახლში წავაგეთ. გარდა დაკარგული 3 ქულისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფულიც გადახდაც მოუწევს: უეფამ 56 ათასი ევროთი დააჯარიმა.
საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა დარღვევები დაგვიდგინა.
ჩვენს ფედერაციას 14 ათასი ევროს ჯარიმა დაეკისრა სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის, 12 ათასი – გულშემატკივრების მხრიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის, 30 ათასი – პიროტექნიკის გამოყენებისთვის.
ეს ყველაფერი არ არის. თუ ორ წელიწადში დარღვევები განმეორდა, სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნაზე მაყურებელს აღარ დაუშვებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings