ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში მშვენიერი მატჩები მიაწყო და ეს აგერ დაუფასდა კიდეც: ქართველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ-5 ლიგის ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც ანალიტიკურმა პორტალმა whoscored-მა შეადგინა.
დავითაშვილმა ოქტომბერში 3 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. „ოსერთან“ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო 26 ოქტომბერს „ანჟერთან“ დუბლი გააკეთა.
Whoscored-მა ჩვენიანს „ოსერთან“ 10 ქულა დაუწერა, „ლანსთან“ – 6,7, „ანჟერთან“ – 7,66. საშუალოდ გამოვიდა 8,1 ქულაა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლიგა 1-სა და ევროპის ტოპ-5 ლიგების თვის ნაკრებში შესულიყო.
ქართველის გარდა ოქტომბრის ევროსიმბოლურში ბევრი ცნობილი ფეხბურთელია.
ზურიკომ საერთო შეფასებით აჯობა 5 ფეხბურთელს, ჩამორჩა 4-ს (შემტევებს) და ერთთან იდენტური აღმოაჩნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings