ლიგა 1-ის მე-10 ტურის მატჩში გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან წინა დღეებში კარგად ვერ იყო და ვარჯიშებიც გაუცდა. თუმცა ჩვენიანმა ბოლო წუთები მაინც მოედანზე გაატარა. „ლიონმა“ კი გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერ „ლილთან“ ფრეს მიაღწია – 1:1.
მიქაუტაძე ლაკაზეტის ნაცვლად 85-ე წუთზე შევიდა, როდესაც „ლიონი“ აგებდა. კომპენსირებულ დროში ფოფანამ ანგარიში გააყაიმა. ასე რომ, ჟორჟი კარგ ფეხზე შევიდა.
მიქაუტაძის შეფასებებია: Sofascore – 6,7; Whoscored – 6,2.
ლილი – ლიონი 1:1
გოლები: 1:0 დევიდი (17), 1:1 ფოფანა (90+1)
„ლიონს“ 15 ქულა აქვს, ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, ევროპა ლიგაზე სტუმრად„ჰოფენჰაიმთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings