NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში “სან ანტონიომ” სტუმრად აუტსაიდერი “იუტა ჯაზი” 106:88 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილი ცხადია სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე კი ჯამში 10:39 წუთი გაატარა, თუმცა ესეც ეყო 10 ქულის მოსაგროვებლად, პლუს 1 მოხსნა.
ეს ქართველი კალათბურთელისთვის ჯერჯერობით სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სპურსის” ფრანგი ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა გახდა: 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი, 5 ჩაჭრა და 5 დაფარება.
“სან ანტონიო სპურსი” დასავლეთ კონფერენციაში 2 მოგებითა და 3 წაგებით მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 3 თებერვალს, “მინესოტას” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings