in

დიანა ძალამიძე: ვერ ვხვდები რას გვერჩიან…

ის, რაც თებერვლის შემდეგ უკრაინაში ხდება, ალბათ, ზედმეტ კომენტარს აღარ საჭიროებს. ყველამ, მათ შორის, სპორტსმენებმაც იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია და ღია აგრესია გასაკვირი სულაც არ არის.

ჰოდა, არის ასეთი ადამიანი დიანა ძალამიძე, რომელიც საჩოგბურთო სამყაროში ბევრს არაფერს წარმოადგენს. ინდივიდუალურ დონეზე ფაქტობრივად არ თამაშობს, წყვილებში კი სულ 2 ტიტული აქვს მოგებული.

მოგვადგა კარს უიმბლდონის დიდებული ტურნირი და დიანა ძალამიძე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ჰოდა, გაახსენდა, რომ ძალამიძეა და საქართველოს მოქალაქეობის ხარჯზე, უმალ გაიკვალა გზა უემბლისკენ…

რუსი ნათელა ძალამიძე უიმბლდონზე საქართველოს სახელით გამოვა

ახლა კი მისი კომენტარი კრისტალსპორტთან:
„ცხადია, ის, რაც უკრაინაში ხდება, დაუშვებელია. მე ამის წინააღმდეგი ვარ. საქართველოს სახელით გამოსვლა იმიტომ გასავწყვიტე, რომ ახლა კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ და რუსეთში პერსპექტივა არ მაქვს. სამწუხაროდ, უკრაინაში შემქნილი ვითარების გამო რუსები დიდი წნეხის ქვეშ მოექცნენ და საჭიროა, რომ სპორტი პოლიტიკასაგან გაიმიჯნოს“- აცხადებს 29 წლის ნარუსალი, დიანა ძალამიძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის ქართველი, რომელიც მკლავჭიდში 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა?

წვეულება ვეგასში: გრილიშმა თავზე დაიმხო – ფოტოები