საბა გოგლიჩიძე “ინტერთან” მატჩში მოედნიდნ გაააძევეს: ქართველი მცველი 31-ე წუთზე მარკუს ტურამს ეუხეშა – გაშლილი ფეხით წავიდა ბურთზე ბრძოლისას და პირდაპირ ჩასცხო ფრანგ ფორვარდს. დინამიურ ეპიზოდში მას ყვითელი ბარატი უჩვენეს, მაგრამ მსაჯს უკარნახეს და ისიც თავად წავიდა სანახავად. ვერდიქტი წითელი ბარათი იყო.
საბა ბოლო დროს მუდმივად ძირითადში იყო ხოლმე, ახლა კი დასვენება მოუწევს. არ არის გამორიცხული მას ერთზე მეტი მატჩის გამოტოვება მოუხდეს.
ქართველის გაგდებამდე ანგარიში საყაიმო იყო, მეორე ტაიმში კი ფავორიტმა სამჯერ გაიტანა და 3:0 მოიგო და ლიდერ „ნაპოლიმდე“ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
ემპოლი – ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ფრატეზი (50), 0:2 ფრატეზი (67), 0:3 მარტინესი (79)
„ემპოლი“ 10 ტურის შემდეგ 11 ქულით დარჩა და მე-11 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings