in

ხვიჩამ იფეთქა: დიდებული გოლი, მოგება მილანთან და მატჩის MVP

ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოო გოლი გაუტანა სტუმრად „მილანს“ და „ნაპოლის“ მოგებაში დაეხმარა – 2:0.

ჩვენიანი საუკეთესო იყო “სან სიროზე” პრინციპულ შეხვედრაში და ამისთვის მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზიც მიიღო. ხვიჩა აქტიურობდა ფლანგზე, ეხმარებოდა დაცვასაც. შესაძლოა ზოგ ეპიზოდში გადააჭარბა ინდივიდუალურად.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ „მილანის“ მცველების საიმედო თამაშის გამო, კვარაცხელია შეზღუდული იყო და ბევრი შანსი არ მისცემია.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ცოტა ხანში კი მენიანის კარი ლუკაკუმ დალაშქრა. ამას მასპინძელთა უშედეგო იერიშები მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სწორედ მაშინ უფეთქა კვარამ: მარცხენა მხრიდან ცენტრისკენ შეიწია და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად ჩასვა.

საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, კარგი მატჩი ჰქონდა. შეცვალეს 77-ე წუთზე.
შეფასებები: Flashscore – 7.6; Sofascore – 7.4; Whoscored – 8.0.

კვარამ მე-5 გოლი (პლუს 2 საგოლე პასი) გაიტანა მიმდინარე სერია A-ში. ამასთან, ეს იყო “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ მე-100 მატჩში (30 გოლი).

მილანი – ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (5), 0:2 კვარაცხელია (43)

„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით პირველ ადგილზეა და 3 ნოემბერს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: „ოქროს ბურთის“ წითელი ხალიჩა – ნატალი პორტმანით და გიორგი მამარდაშვილით

ვიდეო: შერმადინის ტენერიფემ საფრანგეთშიც მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზეა