in

ვინ წაიღო „ოქროს ბურთი“: ქალებში ისევ ბონმატი, აქეთ იამალი, კეინი, მბაპე, ანჩელოტი…

პარიზის “შატლის” თეატრში გაიმართა “ფრანს ფუტბოლის” ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს “ოქროს ბურთის” 2023/23 წლების სეზონის დაჯილდოების ცერემონია, რომელში ზედიზედ მეორედ წარდგენილი იყო ქართველი ფეხბურთელი: საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” (უკვე “ლივერპულისაც”) მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. შარშან იყო ხვიჩა კვარაცხელია.

მთავარი ჯილდო ესპანელმა როდრიმ წაიღო. ამას გარდა, პრიზები ჩამოარიგეს სხვადასხვა ნომინაციებში.

ყველა ნომინანტი: როდრიმ ლამის მთელ რეალს აჯობა – მადრიდში ქურდობაზე ლაპარაკობენ

ოქროს ბურთი როდრის: აი რატომ ეკუთვნის

ქალებს შორის ზედიზედ მეორედ საუკეთესო გახდა ესპანეთის ნაკრების და “ბარსელონას” ნახევარმცველი აიტანა ბონმატი (მეორე და მესამე ადგილები “ბარსელონას” ფეხბურთელებს მისცეს).

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (რაიმონ კოპას ჯილდო) – ლამინ იამალი (ესპანეთი / “ბარსელონა”);
პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: პაუ კუბარსი (ბარსელონა), ალეხანდრო გარნაჩო, კობი მაინუ (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი), არდა გიულერი (რეალი), ქარიმ კონატე (ზალცბურგი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), სავინიო (ჟირონა), მატის ტელი (ბაიერნი) და უორენ ზაირ ემერი (პსჟ).

საუკეთესო ბომბარდირი (გერდ მიულერის ჯილდო) – ჰარი კეინი (ინგლისი / “ბაიერნი”), კილიან მბაპე (საფრანგეთი / რეალი);
„ბაიერნისა“ და „რეალის“ ფორვარდებმა 52-52 გოლი გაიტანეს.

საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის ჯილდო) – ემილიანო მარტინესი (არგენტინა / “ასტონ ვილა”);

საუკეთესო მწვრთნელი (კაცების ფეხბურთი) – კარლო ანჩელოტი (იტალია / “რეალი”);
იტალიელმა გაუსწრო ჩაბი ალონსოს (ლევერკუზენი), ლუის დე ლა ფუენტეს (ესპანეთის ნაკრები), ჯანპიერო გასპერინის (ატალანტა), პეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი) და ლიონელ სკალონის (არგენტინის ნაკრები).

საუკეთესო მწვრთნელი (ქალების ფეხბურთი) – ემა ჰეიესი (ინგლისი / “ჩელსი” / აშშ);

საუკეთესო ჰუმანიტარული საქმიანობა (სოკრატესის ჯილდო) – ჯენიფერ ერმოსო (ესპანეთი / “ტიგრესი”);

წლის საუკეთესო კლუბი (კაცები) – “რეალი“;
გასულ სეზონში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა.
პრეტენდენტები იყვნენ: „მანჩესტერ სიტი“, „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“ და „ჟირონა“.

წლის საუკეთესო კლუბი (ქალები) – “ბარსელონა
სეზონში ოთხი ტიტული მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველა ნომინანტი: როდრიმ ლამის მთელ რეალს აჯობა – მადრიდში ქურდობაზე ლაპარაკობენ

ფოტო: „ოქროს ბურთის“ წითელი ხალიჩა – ნატალი პორტმანით და გიორგი მამარდაშვილით