in

დავითაშვილი, როგორც ერთადერთი ნათელი წერტილი: სენტ ეტიენში მწვრთნელის შეცვლას აპირებენ

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), default quality

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგი ტურის შეხვედრაში “სენტ ეტიენი” “ანჟერთან” 2:4 დამარცხდა. შესანიშნავად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ვინც წაგებული გუნდის შემადგენლობაში დუბლი მიითვალა. საქართველოს ნაკრების შემტევის შედეგიან თამაშს ფრანგულ პრესაშიც მოჰყვა გამოხმაურება:

“ანჟერთან” დამარცხებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “სენტ ეტიენის” საერთო გუნდურ სისუსტეებს. თვალშისაცემი იყო დაცვის სერიოზული შეცდომები და ნახევარდაცვის უფანტაზიობა, ბრძოლის ნაკლებობა მოედნის ცენტრში…

რაც მთავარია, გუნდის ნახევარდაცვას ძალიან აკლია კრეატიულობა. ეს დიდი პრობლემაა. მთავარ მწვრთნელ ოლივიე დალ’ოლიოს ძალიან უჭირს გამარჯვების ფორმულის პოვნა და ეს ტენდენცია სეზონის მიმდინარეობისას უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო ტურში მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, გუნდის მთავარ მწვრთნელს კარისკენ მიუთითებენ. მართალია, “სენტ ეტიენის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ენდობა დალ’ოლიოს, მაგრამ კლუბიდან გამოჟონილი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხული სულაც არ არის, სამწვრთნელო გადაადგილება მაინც მოხდეს, თანაც პირველივე წარუმატებლობის შემდეგ.

კლუბი თვლის, რომ 60 წლის მწვრთნელს აქვს საკმარისი ბერკეტი სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ შედეგი არა და არ ჩანს. ფეხბურთელები ვერ ახერხებენ თავიანთი საუკეთესო თვისებების გამოვლენას. ერთადერთი ნათელი წერტილი ზურიკო დავითაშვილია, ვინც “ანჟერთან” შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

მწვრთნელის საკითხი ძალიან აქტუალურია. კულუარებში ამბობენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე მოუსინჯა კბილი 47 წლის ფრანგ სპეციალისტს, ვილფრიდ ნანსის, ვინც ამჟამად ოკეანის გაღმა მოღვაწეობს და MLS-ში “ქოლამბუს ქრიუს” წვრთნის, იქამდე კი “მონრეალის” სათავეში იდგა”, – წერს ფრანგული ASSE Mercato.

დაველოდოთ უახლოესი დღეების ქრონიკას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზურიკოს ჰქონდეს სტაბილური და მშვიდი გარემო, რაც მის შემდგომ პროგრესს უზრუნველყოფს…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო მოთამაშეა

„ოქროს ბურთზე“ ისევ იყო ქართველი: მამარდა მეკარეებში მეშვიდე ადგილზეა