ესპანეთის ჩემპიონატის სენსაციური დაწყების შემდეგ, როცა ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნამ” მადრიგის რეალი დაამარცხა, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესთა შორის ადგილს იმსახურებს. პირველი ტურის შემდეგ კორუნელებმა 3 მატჩი წააგეს, შაბათ საღამოს კი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “სარაგოსა” 110:86 გაანადგურეს. ამაში თავისი, საკმაოდ სოლიდური წილი ქართველ კალათბურთელსაც უდევს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 26:46 წუთი გაატარა. ბექას სამქულიანი არ უსვრია, 7 ორიანიდან 6 ჩააგდო, რასაც 2-დან 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და 13 ქულა დააგროვა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. ბექამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ. კორუნელთაგან ასევე ამერიკელი ლეგიონერები – ტრეი ტომპკინსი და ბრენდონ ტეილორი გამოირჩნენ. პირველმა 18 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო მეორემ 18 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა.
2 მგებითა და 3 მარცხით ლეიმა კორუნა მე-13 ადგილზეა. ესპანეთში დღეს ითამაშებს გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე, რომელიც გრან კანარიას უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings