ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ამან „კარლსრუეს“ ვერ უშველა და ბერლინის „ჰერტასთან“ შინ 1:3 წააგო. ეს პირველი მარცხია ქართველის გუნდისთვის.
მე-10 ტურის მატჩი ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, გოლი გაიტანა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა.
პირველი ტაიმის დამატებულ ბოლო, მესამე წუთზე მან ფლანგური პასის შემდეგ ბურთი გამოზომილი თავური დარტყმით გადაგზავნა.
შეფასებები: Flashscore – 7.6; Sofascore – 8.0; Whoscored – 7.7.
ზივზივაძემ ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.
კარლსრუე – ჰერტა 1:3
გოლები: 0:1 მაზა (9), 1:1 ზივზივაძე (45+3), 1:2 ზეეფეიკი (49), 1:3 ნიდერლეხნერი (58)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (31, კარლსრუე)
„კარლსრუე“ 19 ქულით მე-3 ადგილზე დაეშვა და 29 ოქტომბერს, თასზე ოფენბახში „კიკერსთან“ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings