in

ხვიჩა ცოტა ათამაშეს, სამაგიეროდ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მისცეს

სერია A-ს მე-9 ტურში „ნაპოლიმ“ შინ „ლეჩე“ ბრძლაში 1:0 დაამარცხა. ანტონიო კოტემ ხვიჩა კვარაცხელია თადარიგში დატოვა და მხოლოდ მაშნ შეუშვა, როდესაც ნახა, რომ ვერ იგებდა – 72-ე წუთზე. მართალია ჩვენიანს უშუალო მონაწილოება გოლში არ მიღია, მაგრამ შევიდა თუ არა, მაშნ გაიტანა „ნაპოლიმ.

ხვიჩას ფლანგი ნაკლებად იტვირთებოდა. თავად ცდილობდა ბურთის მოპოვებას და ერთ მომენტში მწვავე კონტრშეტევაც წამოიწყო, მარჯვნივ ლუკაკუს გაუგრძელა იერიში, თუმცა ამ უკანასკნელისგან ვერ დაიბრუნა ბურთი ხელსაყრელ სიტუაციაში. ერთხელ რასპადორის პასით მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ თანაგუნდელის გადაცემა ძლიერი გამოუვიდა.

ლოგიკურია, რომ კვარაცხელიას შეფასებები მაღალი არ არის: Flashscore – 6.3; Sofascore – 6.3; Whoscored – 6.1.

იტალიაში დაწერეს, რომ მწვრთნელმა ქართველი უბრალდ დაასვენა, მით უმეტეს, რომ გადატვირთულ კალენდარში „ნაპოლის“ სამ დღეში „მილანთან“ აქვს შეხვედრა.

ხვიჩას თამაშის დაწყებამდე სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს.

ნაპოლი – ლეჩე 1:0
გოლი: დი ლორენცო (72)

ამ მოგების შემდეგ „ნაპოლის“ 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზე დარჩა. 29 ოქტომბერს „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლობჟანიძემ მესის ისევ გაუტანა, მაგრამ ყოფილმა ბარსელებმა მოიგეს

ბუდუმ თავით გაიტანა: მე-7 გოლი და პირველი წაგება