MLS-ში პლეი-ოფების დრო დადგა. საბა ლობჟანიძის „ატლანტა“ ლეო მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდა და 1:2 წააგო. 39-ე წუთზე ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გაათანაბრა. ლობჟანიძე კარგად გაიხსნა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან აიღო მეტოქის კარი.
მერე კიდევ ჰქონდა მომენტები, საგოლე პასიც შეეძლო ჩაეწერა. საბამ ბოლომდე ითამაშა. შეფასება 7.4-ია.
ფლორედელთაგან გოლები ყოფილ „ბარსელონელებზეა“: ლუის სუარესის და ჟორდი ალბას (მესის პასით) ანგარიშზეა.
მიმდინარე სეზონში ლობჟანიძის ანგარიშზე 10 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.
საპასუხო მატჩი 3 ნოემბერს გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა.
GIPHY App Key not set. Please check settings