in

ზურიკო კი იტანს… დავითაშვილმა დუბლი შეასრულა, სენტ ეტიენმა მაინც წააგო

ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ანჟერთან“ სტუმრად მაინც წააგო – 2:4.
ჩვენიანი მე-9 ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.

„სენტ-ეტიენმა“ მე-13 წუთზე პენალტი მოიპოვა, დასარტყმელად დავითაშვილი მივიდა. მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ მასპინძელთა მოთამაშემ წესები დაარღვია და პენალტი ხელახლა შესრულება გადაწყდა. ზურიკომ ამჯერად ზესტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

57-ე წუთზე დავითაშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა. საჯარიმოს სიახლოვეს მისულმა შორეულ კუთხეში ლამაზად ჩასვა (რიკოშეტიც დაეხმარა) და ანგარიში ერთხელაც გაათანაბრა. მერე მესამის გატანაც შეეძლო…

დავითაშვილის შეფასებებია: Flashscore – 7.9; Sofascore – 7.8; Whoscored – 7.7.

„სენტ-ეტიენმა“ 8 გოლი გაიტანა, დავითაშვილი კი შვიდში მონაწილეობდა: 5 გოლი და 2 ასისტი. ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ჩვენიანი მესამეა.

ანჟერი – სენტ-ეტიენი 4:2
გოლები: 1:0 აბდელი (7), 1:1 დავითაშვილი (16, პენ), 2:1 ახოლუ (39), 2:2 დავითაშვილი (57), 3:2 ნიანე (69), 4:2 დიენგი (90+3)

9 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 7 ქულა დარჩა და მე-15 ადგილმდე ჩავიდა. ის 3 ნოემბერს „სტრასბურგს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქამარი დაცულია: ილია თოფურიამ ნოკაუტით მოიგო

უოტფორდმა მოიგო, ჩაკვემ სრულად ითამაშა