ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
აბუ დაბიში UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოვეის შორის გაიმართა.
ქართველ-ესპანელმა გამარჯვება შესანიშნავი ნოკაუტით მოიპოვა.
ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, დგომშიც აქტიური იყო და ჰოლოუეი მიწაზეც რამდენჯერმე გადაიყვანა.
მეორე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა. თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესმე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ მეტოქეს ნოკაუტით სძლია.
ილია თოფურიასთვის ეს მე-16 გამარჯვებაა. მას ერთი წაგებაც არ აქვს, ხოლო ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
თოფურიამ ბრძოლსი შემდეგ კომენტარი გააკეთა და მეტოქე შეაქო:
“არ ვიცი, რა ვთქვა… მაქს ჰოლოუეის დარი ლეგენდის დამარცხება განსაკუთრებული მოვლენაა. კარიერაში ის ჩემთვის სტიმული იყო, ის შესანიშნავი მაგალითია ახალი თაობისთვის”.
GIPHY App Key not set. Please check settings