ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტური დაიწყო და ბევრი საინტერესო შედეგი მივიღეთ. მაგალითად, პარიზულმა გრანდმა შინ ვერ მოიგო, „იუვენტუსმა“ სულაც წააგო საშინაო მატჩი, მაგრამ მთავარი მადრიდში მოხდა – „რეალმა“ ტაიმი ორი ბურთით წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში ერთბაშად 5 მიართვა ლიგის ფინალისტ „ბორუსიას“.
მონაკო – ცრვენა ზვეზდა 5:1
გოლები: 1:0 მინამინო (20), 1:1 ნ’დიაიე (27-პენ), 2:1 ემბოლო (45+4), 3:1 სინგო (54), 4:1 მინამინო (70), 5:1 აკლიუში (90+6)
ჟირონა – სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 გუტიერესი (42), 2:0 ხუანპე (73)
„ჟირონამ“ თავის ისტორიაში პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და პირველი ქულები მოიპოვა.
შტურმი – სპორტინგი 0:2
გოლები: 0:1 ნუნუ სანტუში (23), 0:2 დიოკერეში (53)
მილანი – ბრიუგე 3:1
გოლები: 1:0 პულიშიჩი (34), 1:1 საბე (51), 2:1 რეინდერსი (61), 3:1 რეინდერსი (71)
ფრანჩესკო კამარდა (16 წლის და 226 დღის) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც “მილანის” მაისურით დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში, ასევე, ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირში ითამაშა. მან გადაუსწრო მოისე კინს, რომლის რეკორდი იყო 16 წელი და 268 დღე.
კრისტიან პულიშიჩმა ამ სეზონში 11 ოფიციალურ მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამერიკელი სერია A-ს ფეხბურთელებს შორის ლიდერია 2024 წელს შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით – 15 გოლი, 9 საგოლე პასი.
ტიჯანი რეინდერსმა სეზონში პირველი გოლები გაიტანა. ნიდერლანდელი მესამე ფეხბურთელია, ვინც „მილანის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მატჩში ორი ან მეტი გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს მარკო ვან ბასტენმა (1992 წელს, 4 გოლი „გიოტებორგის“ კარში) და კლარენს ზეედორფმა (2007, 2 გოლი „შახტარის“ კარში).
იუვენტუსი – შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 ტურე (90+2)
„იუვენტუსმა“ ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით პირველად წააგო. მანამდე იყო 6 მოგება და 4 ფრე.
მატია პერინი არის “იუვენტუსის” მესამე მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში პენალტი მოიგერია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ. მანამდე, ეს მოახერხეს ვოიცეხ შჩესნიმ (2018 წლის სექტემბერში, “ვალენსიასთან”) და ჯანლუიჯი ბუფონმა (2016 წლის ოქტომბერში, “ლიონთან”).
პსჟ – ეინდჰოვენი 1:1
გოლები: 0:1 ლანგი (34), 1:1 ჰაკიმი (55)
პსჟ-ს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაზე 6 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება აქვს. მოგებების 40 პროცენტით ესპანელი სპეციალისტი ყველაზე ცუდი მწვრთნელია იმ მომენტიდან, რაც პარიზული კლუბი კატარელმა ბიზნესმენებმა შეიძინეს.
ასტონ ვილა – ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 მაკგინი (55), 2:0 დურანი (64)
„ასტონ ვილა“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც სამიდან სამი მოგება აქვს.
არსენალი – შახტარი 1:0
გოლი: 1:0 რიზნიკი (29-საკ. კარში)
„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგაზე შინ, 10 მატჩია, არ მარცხდება – 9 მოგება, 1 ფრე.
„არსენალსა“ და „ასტონ ვილას“ ჯერ გოლი არ აქვთ გაშვებული.
რეალი – დორტმუნდი 5:2
გოლები: 0:1 მალენი (30), 0:2 ბაინო-გიტენსი (34), 1:2 რიუდიგერი (60), 2:2 ვინისიუსი (71), 3:2 ლუკას ვასკესი (83), 4:2 ვინისიუსი (86), 5:2 ვინისიუსი (90+3)
მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში 2 გაშვებული გოლის შემდეგ მეორედ შემოატრიალა თამაში და გაიმარჯვა. პირველად, ეს მოხდა 2004 წლის სექტემბერში, როცა “რომასთან” 0:2-ის შემდეგ “რეალმა” 4:2 გაიმარჯვა.
„დორტმუნდს” არასოდეს მოუგია „რეალისთვის“ სტუმრად – 2 ფრე, 6 წაგება.
„დორტმუნდის” მონაწილეობით პირველ სამ მატჩში 18 გოლი გავიდა.
20 წლის და 75 დღის ჯეიმი გიტენსი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბუნდესლიგიდან, რომელმაც “რეალს” გოლი გაუტანა ჩემპიონთა ლიგაში. უფრო ადრე ეს მოახერხა ლეროი სანემ, როცა “შალკეში” თამაშობდა (2015) და 19 წლისა და 58 დღის იყო.
ანტონიო რიუდიგერმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ კლუბებს ორი გოლი გაუტანა.
ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ჰეთთრიკი შეასრულა.
ვინისიუსს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 13 შედეგიანი მოქმედება აქვს – 8 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა.
ვინისიუსი, ზედიზედ სამი მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
GIPHY App Key not set. Please check settings