in

რა ამბავია: კალათბურთზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ტრიბუნებიდან მოედანი არ ჩანს და ბილეთი მაინც 100 ლარზე მეტია

საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაცი ეტაპის მორიგ საშინაო თამაშს ფინეთის წინააღმდეგ, 24 ნოემბერს 18:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 17:00 საათიდან გაიხსნება.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 40-დან 110 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 40, 60 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი –75 და 110 ლარიანი ბილეთები.

ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე.

და რა არის ეს? რა 110 ლარი ერთი ბილეთი?! საფეხბურთო ნაკრების თამაშზე 10 ლარია და კალათბურთზე, სადაც არც ბითაძე ჩამოვა, არც მამუკელაშვილი (და კიდევ ვინ იცის ვინ ვერა), წაგებული გვაქვს პირველი ორი მატჩი, რა ამბავია ასეთი ფასი იმ არენაზე, რომლის ტრიბუნებიდან უბრალოდ მოედანი არ ჩანს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა მოხდება ცნობილ ფეხბურთელებს ანიმაციაში თუ გადავიყვანთ? მოდი შევხედოთ