in

ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანია… დაკარგავს თუ არა კვარაცხელია ძირითადში ადგილს 

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბოლო-ბოლო „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ურჩობისათვის ძირითად შემადგენლობაში ადგილს დააკარგვინებს და მის ნაცვლად დავიდ ნერესს ათამაშებს, რომლის წინა პლანზე წამოწევას ყველანაირად ცდილობს.

ეს შეიძლება უკვე 26 ოქტომბერს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლეჩესთან“ საშინაო მატჩში მოხდეს, რომელმაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ეს ბრაზილიელისთვის თავის წარმოსაჩენად საუკეთესო შესაძლებლობაა.

Areanapoli წერს, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე ორი ცვლილების განხორციელებას აპირებს – სასტარტოში რომელუ ლუკაკუს ნაცვლად ჯოვანი სიმეონეს დააყენებს, ხოლო მატეო პოლიტანოს ან უფრო ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად ნერესს.
ასე უნდა კლუბის მფლობელმა დასაჯოს ქართველი იმის გამო, რომ კონტრაქტს არ აგრძელებს. ხვიჩას საწინააღმდეგოდ ნეაპოლურ მედიაში უკვე მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. CalcioNapoli24-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვაც კი ჩაატარა, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხში კლუბს უჭერენ მხარს თუ ფეხბურთელს. ერთი სიტყვით, სათადარიგოთა სკამზე მისთვის ადგილის მისაჩენად ნიადაგს ამზადებენ.

„კვარას“ შესახებ Bobo TV-ზე იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: “ემპოლისთან“ გადამწყვეტი როლი კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც პენალტი ისე შეასრულა, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა და რთულ დაპირისპირებაში თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია, კომანზე და გრილიშზე უკეთესია. „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში თავისუფლად ითამაშებდა. ფენომენია და მინდა წარმატებული ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ლეაოს გაცილებით სჯობია, მასზეც მეტად უკეთესია.

„კვარასთან“ კონტრაქტის საკითხით კლუბი დიდი რისკის წინაშეა და სიფრთხილე მართებთ, რამეთუ არაა გამორიცხული, ოსიმენის ტრანსფერის ანალოგი მიიღონ. ეს დე ლაურენტისის სიგიჟეა, მისი გამონათქვამები ნელი მოქმედების ბომბია. ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა, ბოლო მატჩებში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ დრიბლინგით წინ წაწევას ცდილობს. პოლიტანოზე არავითარი პენალტი არ ყოფილა“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილით ბოლონია დაინტერესდა, მაგრამ ქომაგებს მისი გაშვება არ უნდათ

ლეო მესი და მუსიკოსი Adidas-ის ახალ ბუცებზე სამუშაოდ გაერთიანდნენ – შეაფასეთ