“ვალენსიამ” კიდევ ერთი მატჩი წააგო, თან შინ გუნდთან, რომელსაც აქამდე მოგება არ ჰქონდა და ბოლო ადგილზე იყო, “ლას პალმასთან” – 2:3
ახლა თავად “ვალენსია” გახდა ბოლო.
გიორგი მამარდაშვილმა 3 გოლი გაუშვა. ორ ეპიზოდში მეტოქის ფეხბურთელებს არავინ შეუშალა ხელი, მესამე შემთხვევაში კი მამარდაშვილმა რთული შორეული დარტყმა მოიგერია, მაგრამ სტუმარმა ფეხბურთელმა იქვე ზუსტად დაამატა.
ორჯერ კი გიორგიმ აშკარად გადაარჩინა გუნდი. ბოლოს, ორჯერ მეტოქის საჯარიმოშიც ჩავიდა…
შეფასებები: Flashscore – 5.9; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.1.
ვალენსია – ლას-პალმასი 2:3
გოლები: 1:0 პეპელუ (14, პენ), 1:1 მუნიოსი (43), 1:2 ფაბიუ სილვა (53), 1:3 მოლეირო (84), 2:3 ტარეგა (60+4)
გაძევება: პეპელუ (69, ვალენსია)
„ვალენსიას“ 6 ქულა აქვს, ბოლო, მე-20 ადგილზე დაქვეითდა და 27 ოქტომბერს გასვლაზე „ხეტაფეს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings