in

კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა

ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჩვენიანმა დუბლი შეასრულა და „შტურმს“ აუტსაიდერი „გრაცერის“ დამარცხებაში დიდად დაეხმარა – 5:2.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 84 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

მე-40 წუთზე „შტურმის“ უპირატესობა კიტეიშვილმა ორამდე გაზარდა. მას პარტნიორი ეცილებოდა გატანაში, მაგრამ ბურთი ბოლოს ჩვენიანისგან გავიდა.
ოთარმა მე-80 წუთზე თავისი მეორეც შეაგდო. დაახლოებით 17 მეტრიდან ცხრიანში ჩასვა ძლიერი დარტყმა.

კიტეს შეფასებები ყველაზე მაღალი და შთამბეჭდავია: Flashscore – 8.7; Sofascore – 8.5.

მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე 5 გოლი და ერთი ასისტია.

შტურმი – გრაცერი 5:2
გოლები: 1:0 გაზიბეგოვიჩი (34), 2:0 კიტეიშვილი (40), 3:0 ბიერეტი (50), 3:1 მადემერი (54), 3:2 როზენბერგი (56), 4:2 იატა (64), 5:2 კიტეიშვილი (79)

„შტურმი“ 22 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს შინ ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ ჩაატარებს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ევროპის ტოპებში მეოთხე დრიბლიორია

ზურიკოს ამჯერად არ გამოუვიდა: სენტ ეტიენმა სახლში წააგო