Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა და ჩვენთვის სასიამოვნო სიახლეც გაჩნდა: „ემპოლის“ 20 წლის მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გიზარდა. ამხელა ნახტომი ასეთ მოკლე დროში მართლაც დიდი წარმატებაა.
მეტიც, ქართველი მცველის მიმართ უკვე გამოთქვამენ ინტერესს დიდი კლუბები.
ერთი წლის შემდეგ „მილანთან“ კონტრაქტი ეწურება დავიდე კალაბრიას, ხოლო მის შემცვლელ კანდიდატებს შორის გოგლიჩიძესაც ასახელებენ.
საბამ სერია A-ს 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ხვალ კი “ემპოლი” “ნაპოლის” უმასპინძლებს და დიდი ალბათობით ქართველი ფეხბურთელების დუელსაც ვიხილავთ.
GIPHY App Key not set. Please check settings