in

ხვიჩა ამის გამოა შეშინებული… საუკეთესო ფანტასტიკური კვარაცხელიაა: დაასვენებენ თუ არა ქართველს

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრები არ წყდება. როგორც კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტები აცხადებენ, “კვარას” ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნის მიზეზი “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არსებული სირთულეებია.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა.

“არ ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მისი პერფორმანსები კონტრაქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას უკავშირდება. მიმაჩნია, რომ ეს ჭორები მასზე გავლენას არ ახდენს.

ჩემი აზრით, ხვიჩას გაუცნობიერებლად ჰგონია, რომ სკუდეტოს მოგების დროს ნაჩვენები თამაშის გამეორებას ვეღარ მოახერხებს და მისი ჩავარდნის მიზეზი ეს გახლავთ.

ვფიქრობ, “კვარას” სიმშვიდე აკლია და ძველებურად ამიტომ ვეღარ თამაშობს. ვიმეორებ, კონტრაქტი არაფერ შუაშია”, – განაცხადა ალვინომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

20 ოქტომბერს, სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლის“ დაუპირისპირდება, რომლის რიგებში იტალიური მედიის მტკიცებით, კვლავ სასტარტოში იქნება საბა გოგლიჩიძე.

„რეპუბლიკას“ ცნობით, „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შეიძლება მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზოს და ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად დავიდ ნერესი დააყენოს. საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ორი მძიმე მატჩი ჩაატარა, ბრაზილიელი კი მხოლოდ კლუბის ბაზაზე ვარჯიშობდა და დასვენებულია. იგივეს აცხადებს ჟურნალისტი უმბერტო კიარელო. SKY-ს საფეხბურთო მიმომხილველი ფრანჩესკო მოდუნო კი ირწმუნება, რომ ჯერ კონტე ნერესს პირველივე წუთიდან არ ათამაშებს, მაგრამ მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადეს და ადრე თუ გვიან ნდობა უნდა გამოუცხადონ.

„კვარას“ შესახებ საკუთარი მოსაზრება საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ გამოთქვა: „კვარაცხელიამ უნდა ამოისუნთქოს და მოახერხებს კი კვირამდე აღდგენას? უკვე სამი გოლი გაიტანა და თუ გინდათ, დუბლსაც შეასრულებს… მოწყენილი სახე აქვს ვითარცა წმინდა ლუიჯის, მიუხედავად ამისა, მე ასეთ ფეხბურთელზე უარს ვერასოდეს ვიტყოდი. არ მესმის, ამ ხალხს რა უნდა ქართველისგან… ნერესი მართლა ნიჭიერია, კარგი დარტყმა აქვს, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ აფეთქებები როდია. საჭიროა დაცვით ფაზაში მონაწილეობა. „კვარას“ „მარკანტონიოს“ გამო, როგორც მე მაკტომინეის ვუწოდებ, დიდი „მსხვერპლის გაღება“ უწევს, ვინაიდან შოტლანდიელი წინ მიიწევს და უკან სიცარიელეს ქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში მე ხვიჩას მხარდამჭერი ვარ“.

ბრაზილიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ალემაომ „გაძეტა დელო სპორტთან“ ნეაპოლურ გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

„სკუდეტოსთვის „ინტერი“ და „ნაპოლი“ იბრძოლებენ, რამეთუ სხვებზე უკეთ არიან დაკომპლექტებული. შეიძლება სეზონისას ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით, „ნაპოლი“ ფავორიტია, რადგან გაძლიერდა, კარგი ნახევარდაცვა ჰყავს, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია. დაე ჩემპიონები გახდნენ. ჩემზე შთაბეჭდილებას სტანისლავ ლობოტკა ახდენს, თუმცა საუკეთესო ფანტასტიკური ხვიჩა კვარაცხელიაა – თავისი ნიჭით, აზროვნების სისწრაფით, ენერგიით, რომელსაც მუდამ ვხედავთ, როდესაც მეტოქეებს დრიბლინგით გვერდს უვლის, რაც ლამაზი სანახავი და მხიარულებაა. ეს ყველაფერი სახალისოა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იამალი, ენდრიკი, გარნაჩო, გიულერი… ოქროს ბიჭუნას პრეტენდენტები არიან

ჰოლანდი ყველაზე სწრაფად დარბის სიტიში, ვან დე ვენი – პრემიერლიგაში: ერლინგმა ფეხით ყველაზე მეტი გაიარა